GIPA-მ წარმატებით გაიარა მორიგი ავტორიზაციის პროცესი და მოიპოვა სრული ავტორიზაცია.
ავტორიზაციის ექსპერტთა მხრიდან, GIPA-მ ყველა სტანდარტში უმაღლესი შეფასება მიიღო.
ავტორიზაციის ექსპერტთა შეფასებით, GIPA ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე განსაკუთრებულ როლს ასრულებს ცოდნის შექმნასა და გავრცელებაში. უნივერსიტეტის უნიკალურობა მდგომარეობს სამი ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული საჭიროებების სინთეზში. უცხოური გამოცდილების გაზიარებისა და რეგიონში არსებული საჭიროებების ადაპტაციით, GIPA მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებაში.
GIPA-ს სტუდენტებს, გუნდსა და მეგობრებს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას!
ამ ნიშნის ქვეშ ერთად გავიმარჯვებთ!
In hoc signo vinces!