GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პოლიტიკისა და დემოკრატიზაციის სამეცნიერო ინგლისურენოვანი რეფერირებადი ჟურნალი, რომელიც აშშ-ს ტროის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნა, 2024 წლის ოქტომბრიდან უკვე ERIH PLUS („European Reference Index for the Humanities and Social Sciences“) გლობალური აკადემიური ჟურნალების სამეცნიერო ბაზაში შევიდა. ეს ჩვენი ჟურნალის მნიშვნელოვანი აღიარებაა. ERIH PLUS ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სფეროში სამეცნიერო ჟურნალების ერთ-ერთი უმსხვილესი და ამავდროულად, აქტიურად გამოყენებადი ბაზაა.
ვულოცავთ ჟურნალს ამ წარმატებას!