რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად - 04 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით: https://portal.gipa.ge/bachelor
რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (დედანი/ასლი). უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი
- 1 ფოტოსურათი ზომით ¾
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის)
- სწავლის წლიური გადასახადის 25%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თუ აბიტურიენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი, მის მიერ რეგისტრაციამდე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საფასურისა და გრანტის სხვაობის მეოთხედს
სარეგისტრაციო ბმულისა და ხელშეკრულების გაფორმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავთ სასურველი პროგრამის გრაფაშიც: https://bityl.co/E90s