1994 წლიდან, ერთი სამაგისტრო პროგრამით დაწყებული GIPA, დღეს 24 აკადემიურ, 3 უმაღლეს პროფესიულ და 18 სასერტიფიკატო პროგრამას მოიცავს. GIPA-ს 11 000-ზე მეტი კურსდამთავრებული და 500-მდე აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი ჰყავს.
2024 წლის შემოდგომის სემესტრიდან, GIPA ერთ შენობაში გააგრძელებს ძირითად საუნივერსიტეტო საქმიანობას. 5 100 კვ.მ. ტერიტორიაზე არსებულ შენობაში განთავსებულია 40 კომფორტული და სათანადოდ აღჭურვილი აუდიტორია; ბიბლიოთეკა 10 000-ზე მეტი წიგნით; 4 კომპიუტერული ლაბორატორია; სტუდიები ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის; სამუშაო და მოსასვენებელი სივრცეები; საკონფერენციო და საგამოცდო დარბაზები. 2 500კვ.მ. ეზო მოიცავს მწვანე სივრცეებს, პადელის მოედანს, ღია და დახურულ კაფეტერიებს.
შენობა უზრუნველყოფილია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით, 24 საათიანი დაცვის სამსახურითა და საკუთარი საპარკინგე ადგილით.
GIPA-ს ახალი მისამართია - თბილისი, "რუსთავის გზატკეცილი #22ა".
უნივერსიტეტის შემოსასვლელთან მდებარე გაჩერებაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოხვდებით ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან, როგორც შიდა საქალაქო (#101, #102, #345, #346 ავტობუსები), ისე ქალაქ რუსთავის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანს უკავშირდება.