ღია კარის დღე GIPA-ში!

15 ივნისი, 2024

23 ივნისს, 16:00 საათზე, Frontline Georgia-ში GIPA ატარებს საბაკალავრო და პროფესიული პროგრამების ღია კარის დღეს. 

ღონისძიებაზე შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ პროგრამების შესახებ ინფორმაციას, უშუალოდ გაესაუბროთ პროგრამის ხელმძღვანელებსა და კოორდინატორებს, გაიგოთ ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების შესახებ და გაიცნოთ მიმდინარე და პოტენციური სტუდენტები. 

ღონისძიების მონაწილეებისთვის გათამაშდება პრიზები. 

  • 1 წელი სწავლის სრული დაფინანსება GIPA-ში
  • 2 კაციანი საგზური ევროპაში, Smile Travel-გან
  • წიგნების კრებული - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, GIPA

გათამაშებაში მონაწილეობისთვის, დარეგისტრირდით

ღონისძიების სპონსორები: Smile Travel, Coca-Cola, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

მისამართი: Frontline Georgia, ლ. ასათიანის 64