ჯიპას სამაგისტრო სკოლებს შორის სახალისო სპორტული შეჯიბრი ჩატარდება

28 მაისი, 2015

2015 წლის 7 ივნისს ჯიპას 4 სკოლისსაჯარო მმართველობისსამართლის და პოლიტიკისჟურნალისტიკისა და სოციალური მეცნიერებების სკოლების სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს გიწვევთ სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობის მისსაღებად.

თითოეული სკოლის გუნდში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს 8 სტუდენტი, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან სხვადასხვა თამაშებში. გულშემატკივრების რაოდენობა კი შეუზღუდავია.

მონაწილე გუნდები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო სერთიფიკატებით და სხვა საჩუქრებით 

ხოლო გამარჯვებულ გუნდს შანსი ეძლევა მოიგოს ჩვენი სპონსორისსამსუნგის სასაჩუქრე ვაუჩერი.  გამარჯვებული გუნდს ასევეგადაეცემა ჯიპას თასი. 

ღონისძიების ბოლოს გელით ბარბექიუ და სადღესასწაულო ტორტი.

შეჯიბრი გაიმართება წყნეთში, “ბაქსვუდის სკოლის” ტერიტორიაზე

დასაწყისი: 11 საათი 
მონაწილეების ტრანსპორტირება მოხდება სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიიდან, 7 ივნისს 10:00 საათზე.

ღონისძიების ორგანიზატორია ჯიპას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის N1 ჯგუფი.

არ გაუშვა შანსი ხალისიანად გაატარო დრო შენს მეგობრებთან ერთად და მოიგო GIPA-ს თასი.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა - https://goo.gl/QZeXi1