GIPA-ს მასტერკლასების სერია აბიტურიენტებისთვის

28 მარტი, 2024

მასტერკლასების სერია აბიტურიენტებისთვის

GIPA- მასტერკლასების სერია, პროფესიულ ორიენტაციასა და თვითგამორკვევაში დაგეხმარება

მასტერკლასები შემუშავებულია GIPA- წამყვანი ლექტორებისა და მოწვეული დარგის ექსპერტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე დაყრდნობით.

აირჩიე შენთვის სასურველი მასტერკლასები, თემებისა და თარიღების მიხედვით და მიიღე მასტერკლასზე დასწრების სერტიფიკატი.


 

მასტერკლასები ჩატარდება 23, 30 მარტსა და 6 აპრილს და მოიცავს შემდეგ თემებს:

  • მსოფლიოს უდიდესი სასამართლო პროცესები / სპიკერი: ლევან თოთლაძე - 6 აპრილი, 11:00-13:00
  • დიჯითალ რევოლუცია - ოფისისა და საზღვრების გარეშე თანამშრომლობის სამართალი / სპიკერი: ოთო მაჩაიძე - 30 მარტი, 14:00 - 16:00
  • კასაბლანკას ხელოვნება - მარადიული კინო და პოლიტიკა / სპიკერი: თორნიკე შარაშენიძე - 23 მარტი, 13:30 - 15:30 
  • DUNE - უდაბნოს ქაოსის თეორია და თანამედროვე პოლიტიკური კონცეფციები / სპიკერი: ზვიად ბარქაია - 30 მარტი, 6 აპრილი - 10:30 - 12:30
  • უნდა იყიდოს თუ არა ტოპ გუნდმა ხვიჩა კვარაცხელია და არის თუ არა დემნა გვასალია გლობალური ბრენდი - ბიზნესის ფილოსოფია / სპიკერი: გიორგი თურქია - 6 აპრილი, 10:30 - 12:30
  • AI-ია?! - მარკეტინგი / სპიკერი: ნიკოლოზ აბუაშვილი - 30 მარტი - 15:00 - 17:00
  • პირველად იყო სიტყვა / სპიკერი: გიორგი ავალიანი - „ჰოლი მოტორსის" კრეატიული დირექტორი, 23 მარტი - 12:00-15:00 
  • იდეების დაჭერობანა / სპიკერი: თორნიკე არეშიძე, "რედბერის" კრეატიული დირექტორი და მარიამ გვახარია, არტ დირექტორი - 30 მარტი, 12:00-15:00
  • Art Direction / სპიკერი: სანდრო ციცქიშვილი, არტ დირექტორი - 6 აპრილი - 12:00-15:00
  • ვიზუალური სიმფონია - კინომონტაჟის მაგია / სპიკერი: სოსო დუმბაძე - 23 მარტი - 15:00-17:00 
  • 59 წუთში ფილმად მოყოლილი ამბავი / სპიკერი: ქეთი მაჭავარიანი - 30 მარტი, 13:00-15:30
  • ჰიჩკოკიდან ტიკ-ტოკამდე / სპიკერი: თიკო ნაჭყებია - 30 მარტი, 6 აპრილი - 13:00-15:00
  • ანთროპოლოგია-„ჰოლივუდურიისტორიები საბჭოთა საქართველოდან / სპიკერი: თეა ქამუშაძე - 6 აპრილი, 13:30-15:30
  • როგორ წავიკითხოთ ხალხი - განწყობების გამოყენების ალქიმია / სპიკერი: რატი შუბლაძე - 30 მარტი, 12:00 - 14:00
  • Gen Z და ქართული სახელმწიფოს მომავალი / სპიკერი: თენგიზ ფხალაძე - 6 აპრილი, 10:30-12:30
  • გავლენის განტოლება: დარწმუნების ფსიქოლოგიის ტექნიკები Gen Z-სთვის / სპიკერი: თინა ჩხეიძე - 23 მარტი, 15:00 - 17:00 
  • ფსიქოლოგიური პროპაგანდა: ცრუ, თან მართალი ამბავი / სპიკერი: თინა ჩხეიძე - 30 მარტი, 15:00-17:00
  • გამოყენებითი ფსიქოლოგია: ჯანმრთელობის ფსიქოლოგია (პლაცებო ეფექტი) და სასამართლოს ფსიქოლოგია (მოწმის ჩვენება) / სპიკერი: თინა ჩხეიძე - 6 აპრილი, 15:00 - 17:00

მისაღები პროცედურები: 

მასტერკლასზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა

ტექნიკური აღწერილობა:

თითოეული მასტერკლასის ხანგრძლივობა:  2-3 საათი

შეხვედრის ენა: ქართული

მასტერკლასების ჩატარების ადგილი: იეთიმ გურჯის 9

სწავლის საფასური:

მასტერკლასებზე დასწრება არის სრულიად უფასო.


საკონტაქტო ინფორმაცია:

სოფო სუხიაშვილი / სალომე ჯავახიშვილი

ტელ: 577011257 / 551009745

ელ-ფოსტა: pr@gipa.ge