ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამები 2024 წლის შემოდგომის სემესტრისთვის

26 თებერვალი, 2024

ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამები 2024 წლის შემოდგომის სემესტრისთვის

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2024  წლის შემოდგომის სემესტრის ერაზმუს+ პროგრამებზე.

უნივესრიტეტების, სასწავლო საფეხურების/სასწავლო მიმართულებების და ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

განაცხადის შემოტანა შესაძლებელია არაუმეტეს 3 უნივერსიტეტზე:

იხილეთ სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA არანაკლებ 3.0-ისა);  

ERASMUS + - ის გაცვლით პროგრამაში სტუდენტთა შერჩევის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აქტიური სტატუსის მქონე:

  • ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი საგანანმანათლებლო პროგრამის I-II სემესტრით გათვალისწინებული საგნები და დაგროვილი აქვთ შესაბამისი კრედიტები;
  • მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი საგანანმანათლებლო პროგრამის I სემესტრით გათვალისწინებული საგნები და დაგროვილი აქვთ შესაბამისი კრედიტები;

ERASMUS + - ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

  • იმ სტუდენტებს, რომლებსაც ერიცხებათ ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტის მიმართ;
  • იმ სტუდენტებს, ვის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური სახდელი და დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან არ არის გასული 1 (ერთი) წელი, ან დისციპლინური სახდელი არ არის ვადაზე ადრე მოხსნილი.
  • იმ სტუდენტებს, რომლებსაც ანალოგიურ საფეხურზე სწავლის პერიოდში უკვე მიღებული აქვთ  ERASMUS + - ის გრანტი;

ERASMUS + - ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS -  6.0;  TOEFL - 78) ან სხვა შესაბამისად აღიარებული B2 დონის სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარმოდგენისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომელთაც უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვთ ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი კურსი და მიღებული აქვთ დადებითი შეფასება;
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);



საკონკურსო კომისიის მიერ ERASMUS + - ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში სტუდენტების შერჩევის დროს მხედველობაში მიიღება:

  • სტუდენტის აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3,0-ისა);
  • ინგლისურენოვანი საგნების არჩევის გამოცდილება და შესაბამისი შეფასება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს არადამაკმაყოფილებელი  (F) შეფასება;
  • სტუდენტის ინგლისური ენის ცოდნის დონე;
  • უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს მისი კანდიდატურის განხილვამდე უნივერსიტეტში ანალოგიურ საფეხურზე სწავლის პერიოდში გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორის ERASMUS + - ის გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა; 
  • სტუდენტის მოტივაცია, რომელსაც საკონკურსო კომისია ამოწმებს კანდიდატთან გასაუბრების დროს;
  • სტუდენტის სამომავლო ხედვა, ფოკუსი და კრიტიკული აზროვნება.

კრედიტების აღიარება: მასპინძელ უნივერსიტეტში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში. 

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასპინძელ უნივერსიტეტში სასურველი საგნების შესარჩევად სტუდენტებმა წინასწარი კონსულტაცია უნდა გაიარონ GIPA-ს შესაბამისი პროგრამის კოორდინატორთან ან/და ხელმძღვანელთან.

სწავლის საფასური:

მასპინძელ უნივერსიტეტთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, 2024 წლის შემოდგომის სემესტრში GIPA-ს სტუდენტებს არ მოუწევთ  უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდათუმცა, ERASMUS + - ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის განმავლობაში სტუდენტი არ თავისუფლდება ჯიპა-ში შესაბამისი სემესტრის გათვალისწინებული სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. 

სტიპენდია მოიცავს: 

ყოველთვიური სტიპენდია 800-დან 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნორმით

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

შენიშვნა: ერაზმუს+ ძირითადი სტიპენდიის გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, დამატებით განსაზღვრულია ყოველთვიურად 250 ევროს ოდენობის დახმარება შემდეგი კატეგორიის პირთათვის:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ);

  • ქრონიკული დაავადების მქონე პირი; (როდესაც დაავადება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან საზღვარგარეთ ყოფნისას);

  • სტუდენტი, რომელსაც საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში თან უნდა ახლდეს ბავშვი; 

  • სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტი;

ამ შემთხვევაში, სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სტატუსის/ვითარების დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი ინგლისურ ენაზე, ან/და ქართულიდან ინგლისურზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (სკანირებული  PDF   ვერსია);

დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 12 მარტის 19:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი  შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებითn.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!