მიმდინარე წლის 22-23 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგაოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი და საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი ორგანიზებას უწევს აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება - პერსპექტივები და გამოწვევები“.
აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს პოლიტიკოსების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისგან ფორუმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტენსიურ დიალოგს ევროინტეგრაციის საკითხებზე.
კონფერენციას გახსნიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორი მაკა იოსელიანი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე და საპატიო სტუმრები დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და პოლონეთის უნივერსიტეტებიდან. კონფერენციის მონაწილეთა შორის არიან მოწვეული სტუმრები როგორც კავკასიის რეგიონიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან.
მისამართი: რედისონ ბლუ ივერია - თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი, 1