,,ნიუ-იორკიდან თბილისამდე: გზა ინტერიერის სრულყოფამდე"
ნესტან ვარდიაშვილის ონლაინ მასტერკლასი
2 თებერვალს, 17:00-ზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) გიწვევთ ნესტან ვარდიაშვილის ონლაინ მასტერკლასზე - "ნიუ-იორკიდან თბილისამდე: გზა ინტერიერის სრულყოფამდე".
ავტორის უნიკალური გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, მასტერკლასის მსმენელები გაეცნობიან მისი პროფესიული საქმიანობის პროცესს და წარმატებული, საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტების შექმნის ტექნიკურ და შემოქმედებით დეტალებს.
მასტერკლასზე დასწრება შეუძლიათ როგორც დარგის პროფესიონალებს, ისე არქიტექტურითა და დიზაინით გატაცებულ პირებს.
ნესტან ვარდიაშვილი არის ქართველ-ამერიკელი ინტერიერის არქიტექტორი, რომელიც წლებია ქმნის თვითმყოფად ინტერიერის დიზაინს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. მისი ნამუშევრები გამოირჩევა უცვეთი სტილით, სითამამით, საავტორო ავეჯით და შესრულების მაღალი სტანდარტით.
ნესტან ვარდიაშვილი, მთავარ დიზაინერად მუშაობდა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე როგორიცაა: სასტუმრო St.Regis, ნიუ-იორკი; სასტუმრო Hotel de Crillon, პარიზში; Dorchester Condominiums, London; Chopard Boutique ნიუ-იორკი და მრავალი სხვა high-end საცხოვრებელი და კომერციული პროექტებზე. ნესტანის, როგორც წარმატებული ინტერიერის დიზაინერის რეპუტაციას და აღიარებას განაპირობებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი: ნამუშევრების მხატვრული ღირებულება, კრიტიკოსთა აღიარება და ნამუშევრების კომერციული წარმატება.
ნესტანი არის პარსონსის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული და USIDA-ს საერთაშორისო ინტერიერის დიზაინის კონკურსის ოქროს პრიზის მფლობელი. ამჟამად, ცხოვრობს მადრიდში და მუშაობს პროექტებზე ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში.
ონლაინ მასტერკლასზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრა ჩატარდება პროგრამა zoom-ის მეშვეობით. მონაწილეები 1 დღით ადრე მიიღებენ დასწრების ლინკს. დაინტერესების შემთხვევაში, დარეგისტრირდით.