• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

    25 დეკემბერი, 2023

    ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

    გამოცხადდა კონკურსი უნივერსიტეტის სკოლების აკადემიური საბჭოების შემადგენლობაში სტუდენტი წევრების შესარჩევად. კონკურსი ცხადდება უნივერსიტეტის შემდეგი სკოლების ფარგლებში: 

    • სოციალურ მეცნიერებათა სკოლა;
    • სამართლისა და პოლიტიკის სკოლა;
    • ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა. 

    კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

    • უნივერსიტეტში სტუდენტის ჩარიცხვიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 1 წელი და ის უნდა სარგებლობდეს სტუდენტის აქტიური სტატუსით;
    •  კონკურსში მონაწილეობის ეტაპისთვის სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს დაკისრებული დისციპლინური სახდელი;
    • სტუდენტის აკადემიური მოსწრება (GPA) არ უნდა იყოს 3.5-ზე ნაკლები;
    • სტუდენტს უნდა ჰქონდეს წერითი და ზეპირი ფორმით ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
    • სტუდენტის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილით გათვალისწინებული საგანმანათლებლო ხედვა უნდა იყოს რეალისტური, მიღწევადი და სკოლის/უნივერსიტეტის განვითარებაზე ორიენტირებული.

    კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიმდინარე წლის 29 დეკემბრის ჩათვლით შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

    1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
    2. განცხადება, რომლითაც კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირი გამოთქვამს მზადყოფნას დაიკავოს აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში სტუდენტი წევრის ვაკანტური პოზიცია;
      3. სამოტივაციო წერილი, რომელიც უნდა მოიცავდეს კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირის საგანმანათლებლო ხედვას.

     

    გისურვებთ წარმატებებს!