• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ვიზიტი პარლამენტში

    10 დეკემბერი, 2023

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) 2023 წლის
    ნოემბერში ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
    ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს,
    რომლის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ეკონომიკის საბაკალავრო
    პროგრამის სტუდენტები შეძლებენ სასწავლო პრაქტიკის გავლას ამავე კომიტეტში.

    აღნიშნული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ა.წ. 4 დეკემბერს შედგა
    ჯიპას ეკონომიკის სააკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების ვიზიტი
    საქართველოს პარლამენტში. სტუდენტები დაესწრნენ დარგობრივი ეკონომიკისა და
    ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომას, სადაც კომიტეტი საპარლამენტო
    ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელების ფარგლებში განიხილავდა სსიპ
    საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს და
    წარმატებული სტარტაპების საქმიანობის შედეგებს. სტუდენტები, ასევე, გაეცნენ
    საპარლამენტო საქმიანობის და პარლამენტის შენობის ისტორიას საქართველოში,
    საპარლამენტო საქმიანობის თავისებურებებს და მოინახულეს საპარლამენტო ისტორიის
    მუზეუმი.