28-30 ნოემბერს, სასტუმრო მწერლებში, “ინიციატივა 50X2030-ის” ფარგლებში, ჯიპას სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის (DRDVE) და სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა სამდღიანი სემინარი სოფლის მეურნეობის მონაცემთა ცნობიერების ამაღლებას და მათი გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.
სემინარი მიზნად ისახავდა საქართველოში სოფლის მეურნეობის სტატისტიკური მონაცემების გამოყენების გაზრდას და საქართველოს პარლამენტის თანამშრომლების მიერ მონაცემების გამოყენების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, უახლესი მეთოდოლოგიის გაცნობით.
სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გენდერული თანასწორობის საბჭოს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები. ასევე, IFAD-ის სართაშორისო ექსპერტები და GIPA-ს აკადემიური პერსონალი.
სემინარი განხორციელდა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ეგიდით და ფინანსური მხარდაჭერით.