ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

02 ოქტომბერი, 2023

ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების მხარდაჭერის
მიზნით, GIPA-ს გადაწყვეტილებით, იმ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომელთაც
2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, უფიქსირდებათ ფინანსური დავალიანება -
ჩამოეწერებათ (გაუნულდებათ) არსებული ფინანსური დავალიანება.

ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, სტატუსის აღდგენის
შემთხვევაში, შეუძლიათ ჩაერთონ სასწავლო პროცესში მიმდინარე სემესტრის სწავლის
საფასურის გადახდის სტანდარტული პირობით.

იმ სტუდენტებს, რომლებსაც ჩამოეწერებათ (გაუნულდებათ) ფინანსური დავალიანება
და სურვილი აქვთ, მიმდინარე სემესტრიდან, შეუფერხებლად ჩაერთონ სასწავლო
პროცესში, შესაბამისი განცხადებით უნდა მომართონ უნივერსიტეტს არაუგვიანეს
მიმდინარე წლის 6 ოქტომბრისა. რის შემდეგადაც სტუდენტებს შეეძლებათ 9
ოქტომბრიდან ჩაერთონ სასწავლო პროცესში.

ასევე, იმ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომლებსაც ჩამოეწერებათ (გაუნულდებათ)
ფინანსური დავალიანება, სტატუსის აღდგენა შეუძლიათ მომდევნო სემესტრების
განმავლობაში, სასწავლო პროცესის დაწყებამდე, პირადი განცხადების წარმოდგენის
საფუძველზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენა
შეუძლიათ სტატუსის შეჩერების თარიღიდან 5 წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის
გასვლის შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუწყდებათ
სტუდენტის სტატუსი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის
კოორდინატორს.