საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინტიტუტში 30 აპრილს, სტუდენტებს მოწვეული სტუმარი - უმით ჰაკკი აიდოღანი შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემის („მუშაობა სხვადასხვა კულტურებში და ძირითადი ხარჯების ანალიზი“) გარდა, მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს წარმატებული ბიზნესის პირადი გამოცდილება გაუზიარა.
ასევე გაიმართა დისკუსია სს "მინა"-ს თანამშრომლების მოტივირებასა და პასუხისმგებლობაზე, კონკურენტებსა და რეგიონში არსებული ბაზრის დინამიკის შესახებ. შეხვედრის ბოლოს, ბ-ნ უმით ჰაკკი აიდოღანმა ნორჩ ბიზნესმენ სტუდენტებს ინდივიდუალური რჩევებიც მისცა.
უმით ჰაკკი აიდოღანი - სს "მინა" - გენერალური დირექტორი GIPA-ს ბიზნესის მიმართულების მრჩეველთა საბჭოს წევრია და აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში, რათა სტუდენტებს მიეცეთ საშუალება რეალურ გარემოში მიიღონ სამუშაო გამოცდილება.