ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
GIPA-ს გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, იმ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომელთაც 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, უფიქსირდებათ ფინანსური დავალიანება - ჩამოეწერებათ (გაუნულდებათ) არსებული დავალიანება.
მოცემულ ეტაპზე, GIPA საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მუშაობს აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთათვის სტატუსის აღდგენის პროცედურულ საკითხებზე.
ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, უახლოეს პერიოდში, მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია.