აბიტურიენტებს, რომლებსაც სურთ აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარება, გთხოვთ გაითვალისწინოთ: სწავლის ყოველწლიური საფასური შეადგენს 5900 ლარს, რომელიც შენარჩუნდება 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით.
2024 წლის იანვრიდან აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა (რომელზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს) იყოფა ორ დამოუკიდებელ საგანმანათლებლო პროგრამად:
1) ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამა - სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი;
2) აუდიოვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა - სწავლის ხანგრძლივობა 4 წელი.
ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოს უახლესი საგანმანათლებლო ტენდენციებისა და საქართველოს კრეატიული ინდუსტრიის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამის სწავლის ყოველწლიური საფასური, 2024 წლის იანვრიდან, განისაზღვრება 9500 ლარით. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამის სწავლის ჯამური საფასური 11.6%-ით აღემატება აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე არსებულ სწავლის საფასურის ჯამურ ღირებულებას.
აუდიოვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოს უახლესი საგანმანათლებლო ტენდენციებისა და დარგის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით.
აუდიოვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სწავლის ყოველწლიური საფასური, 2024 წლის იანვრიდან, განისაზღვრება 7500 ლარით. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, აუდიოვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სწავლის ჯამური საფასური 20%-ით აღემატება აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე არსებულ სწავლის საფასურის ჯამურ ღირებულებას.