• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • გილოცავთ სტუდენტობას!

    01 სექტემბერი, 2023
    აბიტურიენტებო, GIPA გილოცავთ სტუდენტობას!

    რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად - 04 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით.

    რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი
    • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (დედანი/ასლი). უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
    • 1 ფოტოსურათი ზომით ¾;
    • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);
    • სწავლის წლიური გადასახადის 25%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თუ აბიტურიენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი, მის მიერ რეგისტრაციამდე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საფასურისა და გრანტის სხვაობის მეოთხედს.
    სარეგისტრაციო ბმულსა და ხელშეკრულების გაფორმების თარიღებს 4 სექტემბერს იხილავთ სასურველი პროგრამის გრაფაში: https://bityl.co/E90s