გამოცხადდა მიღება GIPA-ს სამაგისტრო პროგრამებზე!

01 აგვისტო, 2023

GIPA-ში სამაგისტრო პროგრამებზე მიღება გამოცხადდა!

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში სამაგისტრო პროგრამებზე მიღება დაიწყო 10 პროგრამაზე და 2023 წლისთვის განსაკუთრებულ სიახლეებს გვთავაზობს.

GIPA-ს 3 სამაგისტრო პროგრამა 2023 წელს მსურველებს დაფინანსების
შესაძლებლობას აძლევს.

დაფინანსება

საჯარო მმართელობის და პოლიტიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამების შეთავაზება:

საჯარო მმართველობის და პოლიტიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის , გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში 3 საუკეთესო კანდიდატი, რომელსაც ექნება 100%
სახელმწიფო გრანტი GIPA-სგან საჩუქრად მიიღებს უფასო სწავლის შესაძლებლობას 2 წლის განმავლობაში.

პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა
ახალი სამაგისტრო პროგრამა წელს პირველ სტუდენტებს მიიღებს. აღნიშნული პროგრამა ამზადებს პროგრამულ ინჟინრებს, რაც გულისხმობს კომპიუტერული მეცნიერების დარგის სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია თანამედროვე ინჟინრული გადაწყვეტილებებით შექმნას ციფრული პროდუქტები (მობილური აპლიკაციები, კომპიუტერული და მობილური
თამაშები, ვებ გვერდები). ჩაბარების მსურველებს საბუთების შემოტანა 1
აგვისტოდან შეუძლიათ.

ასევე ცხადდება მიღება თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და GIPA-ს ერთობლივ

სამაგისტრო პროგრამაზე ,,მიგრაციის მართვა”

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე



სარეგისტრაციო ფორმა: https://lmb.gipa.ge/register/register.php

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 სექტემბერი