სემინარები “ინიციატივა 50X2030-ის” ფარგლებში

13 ივლისი, 2023

 ფრონტლაინ კლუბში, “ინიციატივა 50X2030-ის” ფარგლებში, ჯიპას სოფლის
მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის (DRDVE) და
სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) თანამშრომლობის ფარგლებში
გაიმართა სემინარი სოფლის მეურნეობის მონაცემთა ცნობიერების ამაღლებას და მათი
გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. ხოლო 29 ივნისს გაიმართა სამუშაო შეხვედრა
პროექტების მონიტორინგის და შეფასების პრინციპების შესახებ. 

სემინარი მიზნად ისახავდა საქართველოში სოფლის მეურნეობის სტატისტიკური
მონაცემების გამოყენების გაზრდას და მედიის წარმომადგენლების მიერ მონაცემების
გამოყენების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. აგრეთვე, უახლესი მეთოდოლოგიის
გაცნობას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რეალური პროექტის შედეგების
აღრიცხვა და გაზომვა.

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები და სტუდენტები. 
სემინარი განხორციელდა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის
(IFAD) ეგიდით და ფინანსური მხარდაჭერით.

IFAD-ისა და GIPA-ს 50x2030 გუნდი აგრძელებს ერთობლივ მუშაობას საქართველოში
მონაცემთა გამოყენების განხორციელების გეგმაზე, რომელიც უახლოეს მომავალში
წარედგინება პოტენციურ დონორებს.