ისწავლე უფასოდ GIPA-ში!

14 ივლისი, 2023

წელს აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს.

ბიზნესის
ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

ის აბიტურიენტები, რომლებიც 2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებენ  100% ან 70%-იან გრანტს და ჩაირიცხებიან GIPA-ს ბიზნესის საბაკალავრო პროგრამაზე, სახელმწიფო გრანტის გარდა მოიპოვებენ საუნივერსიტეტო გრანტს 2250 ლარის ოდენობით და ისწავლიან სრულიად უფასოდ.

100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელის სწავლის ღირებულება იქნება 0 ლარი, ხოლო 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელის სწავლის ღირებულება 675 ლარი. 

ბიზნესის საბაკალავრო პროგრამაზე საუნივერსიტეტო გრანტის მოპოვებას შეძლებს ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საუკეთესო საკონკურსო ქულის მქონე 20 სტუდენტი.

სწავლების მეორე, მესამე და მეოთხე წელს დაფინანსება შენარჩუნდება თუ სტუდენტის აკადემიური მოსწრება იქნება 3.2 GPA ან მეტი.

სოციოლოგიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამები:

ის აბიტურიენტები, რომლებიც 2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებენ  100% -იან გრანტს და ჩაირიცხებიან GIPA-ს სოციალური მეცნიერების, პოლიტიკის მეცნიერების, ეკონომიკის, სოციოლოგის, ფსიქოლოგიის ან სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე, სახელმწიფო გრანტის გარდა მოიპოვებენ საუნივერსიტეტო გრანტს 2250 ლარის ოდენობით.

 

*ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე საუნივერსიტეტო გრანტის მოპოვებას შეძლებს ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საუკეთესო საკონკურსო ქულის მქონე 10 სტუდენტი.