GIPA-მ პროექტ EquaStream-ში მიიღო მონაწილეობა

26 ივნისი, 2023

დასრულდა შვედეთის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტი EquaStream,
რომელშიც მონაწილეობდა ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
(საქართველო), ლულიოს ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (შვედეთი), ჩეჟენის
უნივერსიტეტი (პოლონეთი), ამერიკული უნივერსიტეტი (სომხეთი) და კვლევითი
ცენტრი Winnet Centre of Excellence (შვედეთი).

პროექტის მთავარი მიზანს წარმოადგენდა ინკლუზიური თანამშრომლობის და
სტრატეგიული პარტნიორობის საშუალებით გენდერის საკითხების შესახებ
ცნობიერების ამაღლება აკადემიურ სფეროში. პროექტის აქტივობები მოიცავდა ცოდნის
გაზიარებას, ციფრული კვლევის ახალი ინსტრუმენტების დანერგვას და ტესტირებას,
რომელიც ლულეას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, კომპანიებთან და
მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა. აღნიშნული
მეთოდებიდან, The Genovate Toolkit ინსტრუმენტები გამოიყენება გენდერული
თანასწორობის საკითხებისთვის კვლევებსა და ინოვაციაში,
https://genovate.cdt.ltu.se/sv/skapa-hallbar-forandring ხოლო Richer Business მეთოდი
https://richerbusiness.eu/ , აქტუალურია სხვადასხვა კომპანიებისა და
ორგანიზაციებისთვის ინკლუზიურ ღირებულებათა ჯაჭვის შესაქმნელად.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა რეგულარული სამუშაო შეხვედრები
ვირტუალურ სივრცეში, კონფერენციები ჩატარდა თბილისში, ერევანსა და ლულეაში,
სადაც პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს ტესტირების შედეგები თითოეული
პარტნიორი უნივერისტეტისათვის.
პროექტ EquaStream-ის შედეგად შეიქმნა კონტექსტუალიზებული ცოდნა პარტნიორ
უნივერსიტეტებში ინოვაციური მეთოდების გამოყენების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია
აკადემიურ სფეროში ინტერნაციონალიზაციის პროცესის, გენდერული მეინსტრიმის
გაძლიერებისთვის, და ასევე, ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარების
წინაპირობას წარმოადგენს.

პროექტის შესახებ ინფორმაცია დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ:
https://www.ltu.se/research/subjects/arbetsvetenskap/Forskningsprojekt/EquaStream-1.219959?l=en