• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • დისკუსია თემაზე: დეცენტრალიზაციის რეფორმის გამოწვევები - სად ვართ დღეს?

    13 მაისი, 2015

    14 მაისს, ხუთშაბათს, 7 საათზე ფრონტლაინში გაიმართება დისკუსია თემაზე: დეცენტრალიზაციის რეფორმის გამოწვევები - სად ვართ დღეს?

    სადისკუსიო საკითხებია:

     

    • სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებისას;
    • კონკურსები და საკადრო პოლიტიკა თვითმმართველობის ორგანოებში;
    • ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება - რამდენად ადეკვატურად ასახავს ბიუჯეტი ადგილზე რეალურ საჭიროებებს?

     

    სტუმრები იქნებიან:

    გიორგი ტოკლიკიშვილი, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დირექტორი;

    სანდრო სვანიშვილი, ადგილობირვი თვითმმართველობების ექსპერტი;

    დავით მელუა, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

    დისკუსიის მედიატორები იქნებიან ნინო დოლიძე და ნატალია ფარცხალაძე.

    დისკუსიის ტრანსლაცია მოხდება რადიო ჯიპას ეთერში.

     

    მისამართი: “Frontline კლუბი საქართველო” - ლადო ასათიანის #62