საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გამგეობისა და ადმინისტრაციის ერთობლივი განცხადება

09 მარტი, 2023

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გამგეობისა და ადმინისტრაციის ერთობლივი განცხადება 

უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ “უცხო ქვეყნის აგენტის" კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით დაამტკიცა. 

მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი წინააღმდეგობაშია დასავლურ ღირებულებებთან და მისი განხილვაც კი, აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივას და აღრმავებს პოლარიზაციას ჩვენს საზოგადოებაში.  

ყოველივე ზემოთხსენებულს, ღიად და გარკვევით ხაზს უსვამენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები. 

GIPA გამორჩეულად წარმატებული ქართულ-ამერიკული პროექტია. 30 წელია ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვდგავართ დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე. ამიტომაც, ჩვენი ვალია, მკაფიოდ და ცხადად გამოვხატოთ პოზიცია. 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუპირისპირდეს საქართველოს მოსახლეობის ურყევ არჩევანს - ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე უარი თქვას ზემოაღნიშნულ კანონპროექტზე, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და არ შეუქმნას საფრთხე საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს.


Joint Statement by the Board and Administration of GIPA - Georgian Institute of Public Affairs
We express our deep concern regarding the draft law on " foreign agents’’ approved in the first reading by the parliamentary majority.

We believe that such a law hinders the democratic development of Georgia, threatens the country's Euro-Atlantic perspective and deepens the already existing polarization of our society.
All of the aforementioned has been clearly emphasized by our American and European friends and partners.

GIPA is an exceptionally successful Georgian-American project. For 30 years, together with our American and European partners, we have been defending Western values.

That is why it is our duty to clearly express our position and call on the Parliament of Georgia to immediately rescind the above-mentioned bill unconditionally reaffirming their allegiance to the Constitution of Georgia, and avoid endangering our Euro-Atlantic aspirations.