11 მაისს, "Art Avenue-ში" (მარჯანიშვილის №5), 18:00 საათზე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება „სოციალური თერაპიის სახლის“ ბენეფიციარების ნამუშევრები. ღონისძიებას უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად მუსიკალური საღამო და სხვა გასართობი ღონისძიებები მოეწყობა.
საქველმოქმედო საღამოს მიზანი „სოციალური თერაპიის სახლის“ ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
„სოციალური თერაპიის სახლში“ 8 სახელოსნო ფუნქციონირებს, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 55 პირი საქმიანობს და მხატვრულ და კულტურულ აქტივობებში არის ჩართული. ბენეფიციარები პროდუქციას ყოველდღიურ რეჟიმში ამზადებენ. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები აქვს. 2016 წლიდან კავშირს დაფინანსების წყაროს გარეშე დარჩენა და დახურვა ემუქრება.