• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • საქართველო და ევროინტეგრაცია: არსებული ტენდენციები და გამოწვევები

    08 მაისი, 2015

    GIPA-ს ფრონტლაინ კლუბში, 8 მაისს, 15:30-ზე, გაიმართება დისკუსია თემაზე - "საქართველო და ევროინტეგრაცია: არსებული ტენდენციები და გამოწვევები"

    საქართველოს ევროინტეგრაციის არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე დისკუსიას გამართავენ GIPA-ს სტუდენტები. მოხსენებები შეეხება როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, ასევე საგარეო ფაქტორებს და მათ ზეგავლენას. კერძოდ, გაკეთდება ოთხი მოხსენება:

    • „ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა ასოცირების ხელშეკრულებამდე,“ სალომე ჟორჟოლიანი
    • „ასოცირების ხელშეკრულება, არსებული გამოწვევები და პერსპექტივები,“ გიორგი თაქთაქიშვილი
    • „ევროკავშირი და საქართველო,“ სანდრო ინაშვილი
    • „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში,“ ალიონა სინიოვა

     

    სტუდენტების მოოხსენებების შემდგომ გაიმართება დისკუსია შემდეგ საკითხებზე:

    • ევროინტეგრაციის გზაზე არსებული ძირითადი გამოწვევები
    • საზოგადოებრივი აზრი ევროპასა და ევროინტეგრაციაზე
    • მედიის როლი ევროინტეგრაციის კონტექსტში
    • რას ნიშნავს ევროპა პრაქტიკულად საქართველოსთვის: უსართხოება? განათლება? ეკონომიკა? მიგრაცია?
    • როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა? რამდენად მნიშვნელოვანია მკვეთრად გაცხადებული დასავლური ორიენტაცია?

     

    დისკუსიას წარუძღვებიან მოწვეული სტუმრები:

     

    • ელენე გოცაძე, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი
    • ივანე ჩხიკვაძე, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი
    • თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე

     

    მისამართი: “Frontline კლუბი საქართველო” - ლადო ასათიანის #62