IFES-მა 22 დეკემბერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის ჩაატარა დისკუსია თემაზე: „გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი საქართველოში“.
GIPA IFES-ის 35 პარტნიორ უნივერსიტეტს შორის ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც 2010 წლიდან ისწავლება IFES-ის ერთსემესტრიანი სამოქალაქო განათლების კურსი "დემოკრატია და მოქალაქეობა". საქართველოს სახალხო დამცველის გენდერული დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანა ლობჟანიძემ განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე, ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და დახმარების ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმები.
„მსგავსი შეხვედრების შემდეგ ქალები უფრო დაცულები ვართ. ზღვა ინფორმაციის მიუხედავად მოქალაქეებს გვჭირდება ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით გენდერის საკითხების ექსპერტების მხრიდან, რადგან ბევრი სტერეოტიპი არსებობს გენდერულ როლებთან დაკავშირებით, ჩვენ გარშემო ადგილი აქვს ქალთა მიმართ ბევრ ძალადობრივ ინციდენტს და ფემიციდის შემთხვევას,“ ნინო ჟორჟოლიანი, GIPA-ს სტუდენტი.