• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს და Kings & Generals-ის თანამშრომლობის ფარგლებში დიდგორის ბრძოლის ამსახველი ვიდეო შეიქმნა

    17 დეკემბერი, 2022

    GIPA-ს და ერთ-ერთი უმსხვილესი ინგლისურენოვანი ისტორიული YouTube არხის Kings & Generals-ის თანამშრომლობის ფარგლებში დიდგორის ბრძოლის ამსახველი ვიდეო შეიქმნა.

    ვიდეოს 4 დღეში 130 ათასი ნახვა აქვს და Kings and Generals-ს 2.9 მილიონი გამომწერი ჰყავს. როგორც GIPA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, მათი ძირითადი მიმართულება, ისტორიის უმნიშვნელოვანესი ბრძოლების ანიმაციური ეკრანიზაციაა.

    „Kings and Generals-თან პარტნიორობა GIPA-ს ინიციატივით 2022 წლის იანვარში შედგა და თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დიდგორის ბრძოლის შესახებ ვიდეო დამზადდა. GIPA-ს მხრიდან სამუშაო პროცესში ჩართულები იყვნენ: GIPA-ს ასისტენტ პროფესორი და ისტორიკოსი ნიკა ხოფერია, რეჟისორი და გადაცემის ავტორი Radio GIPA-ში დავით გურგულია, GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კიწი ხარაბაძე.