28 ნოემბერს, GIPA-ს ფრონტლაინ კლუბში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით Hanna Shelest-თან შეხვედრა გაიმართა. დისკუსია შეეხებოდა უკრაინის ბრძოლას რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ და მასში მონაწილეობას იღებდნენ GIPA-ს რექტორი მაკა იოსელიანი, საქართველოში უკრაინის საელჩოს მრჩეველი, ანატო ხრისტენკო, GIPA-ს პროფესორები, სტუდენტები, დარგის ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები. შეხვედრას მოდერაციას უწევდა პოლიტიკის მეცნიერების საბაკალვრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი, თენგიზ ფხალაძე.
ჰანა შელესტი უკრაინის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პროგრამების დირექტორი, ჟურნალ "უკრაინ ანალიტიკის" მთავარი რედაქტორი და ვაშინგტონის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ტრანსატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამის უფროსი მკვლევარია.