GIPA-ს პოლიტიკის კლუბის შეხვედრების ციკლი პოლიტიკოსებთან

29 ნოემბერი, 2022
პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით შექმნილმა 'პოლიტიკის კლუბმა' დაიწყო შეხვედრების ციკლი სხვადასხვა პარტიების პოლიტიკურ ლიდერებთან.

კლუბის ფარგლებში, 24 ნოემბერს ჩატარდა შეხვედრა ზურაბ ჯაფარიძესთან, ელენე ხოშტარიასთან და გიორგი ვაშაძესთან.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა "პოლიტიკის მეცნიერების" პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი, თენგიზ ფხალაძე.
 
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში, რომლის დროსაც სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე.