ვაგრძელებთ შეხვედრების ციკლს - "როგორ შევარჩიოთ პროფესია"
შეხვედრების მიზანია, აბიტურიენტებს დაგეხმაროთ პროფესიის შერჩევაში და ამ მიმართულებით, ყველა თქვენს შეკითხვას დარგის სპეციალისტებმა უპასუხონ.
24 ნოემბერს, ხუთშაბათს, 16:30 საათზე გაიმართება შეხვედრა ოთარ მაჩაიძესთან, რომელიც მოგიყვებათ, თუ რა ისწავლება სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე, რა მიმართულებებია და მომავალში სად და რა პოზიციებზე შეიძლება დასაქმდეთ.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://ggle.io/5Moo
შეხვედრა გაიმართება GIPA-ში, მისამართი: იეთიმ გურჯის #9
თუ ჯერ კიდევ არ გაწევრიანებულხარ GIPA-ს აბიტურიენტების ჯგუფში, შემოგვიერთდი: https://fbook.cc/4989
ოთარ მაჩაიძე GIPA-ს სამართლისა და პოლიტკის მოწვეული ლექტორია 2019 წლიდან და კითხულობს ლექციებს სამოქალაქო სამართლის მიმართლებით. ოთარი ასევე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და “ჯეი ენდ თი საგანმანათლებლო ცენტრის“ ტრენერი. გარდა აკადემიური საქმიანობისა, ოთარი არის იურიდიული კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ უფროს იურისტი (ადვოკატი) და და „ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის“ უფროსი ქეის მენეჯერი.