საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა სარეგისტრაციო ბმული - https://bityl.co/E9N4
რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად - 01 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (დედანი/ასლი). უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
1 ფოტოსურათი ზომით ¾;
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);
სწავლის წლიური გადასახადის 25%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თუ აბიტურიენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი, მის მიერ რეგისტრაციამდე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საფასურისა და გრანტის სხვაობის მეოთხედს.
ხელშეკრულების გაფორმების თარიღი იხილეთ სასურველი პროგრამის გრაფაში: https://bityl.co/E90s
სამართლის და პოლიტიკის სკოლა: თბილისი, გურამ ფანჯიკიძის ქ. #1/პეკინის გამზირი #42ა
სამართალი
საერთაშორისო ურთიერთობები
ჟურნალისიტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლა: თბილისი, მარი ბროსეს ქ. #2
აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნება
ციფრული მედია და კომუნიკაცია
მმართველობის სკოლა: თბილისი, იეთიმ გურჯის ქ. #9
ბიზნესის ადმინისტრირება
სოცილურ მეცნიერებათა სკოლა: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. #101
პოლიტიკის მეცნიერებები
ეკონომიკა
ფსიქოლოგია
სოციოლოგია
სოციალური მეცნიერებები
ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
იმ პირველკურსელს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის) თან უნდა ახლდეს მშობელი, ან მინდობილი პირი რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას (ადგილზე უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტაცია).