GIPA-ს საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები თაკო როდონაიას საგნის - "კორპორაციული კომუნიკაციების" ფარგლებში იმყოფებოდნენ წნორში, ცოდნის კაფეში.
სტუდენტების მასპინძელი ახალი ცოდნის კაფე მშენებლობის პროცესშია, რომელიც განსაკუთრებული ცვლილებების მომტანი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე რეგიონის განვითრებისთვის. ამ მნიშვნელოვან საქმეში GIPA-ს სტუდენტებიც ჩაერთნენ და „ცოდნის კაფეს საკომუნიკაციო სტრატეგიაზე“, ფინალური დავალების ფარგლებში იმუშავებენ.