16 ივნისს, პროექტის „დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, გაიმართა დისკუსია თემაზე - დემოკრატია და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული კულტურის განვითარებას.
დისკუსიას გაუძღვნენ:
სანდრო მეგრელიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) გუნდის წევრი და პროექტის - „დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობა საქართველოში“ - მენეჯერი
ალექსანდრე დავითაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დოქტორანტი და მკვლევარი, 10 წელზე მეტი გამოცდილებით პოლიტიკის, დემოკრატიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში