GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის სტუდენტებმა და ლექტორებმა, წელს უკვე მეცხრედ მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო რადიო პროექტში “Europe On Air (EUROA)”, რომელიც ამჯერად ავსტრიის დედაქალაქში - ვენაში გაიმართა.
“Europe On Air”-ის ფარგლებში ევროპის რამდენიმე ქვეყნის (ავსტრია,ბელგია, ფინეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, საქართველო) ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, ყოველ წელს სხვადასხვა ქალაქში იკრიბებიან და მასპინძელი ქვეყნისთვის აქტუალურ თემაზე რადიო გადაცემას ამზადებენ. წლევანდელი გამოშვების თემა იყო მდგრადი განვითარება და ინოვაცია - გარემოს დაცვასთან მიმართებაში.
მულტიეროვნული ჯგუფების მიერ მომზადებული ერთსაათიანი რადიო გადაცემა ვენის უნივერსიტეტის - FH Wien of WKW სტუდენტური რადიოს Radio Radish 91.3 FM ეთერში 5 ივნისს გავიდა.