• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • პანკისელი მოსწავლეები სტუმრად GIPA-ში

    03 ივნისი, 2022
    2 ივნისს GIPA-მ პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს GIPA-ს სოციალური მეცნიერებების სკოლის კამპუსი, შეხვდნენ GIPA-ს რექტორს, მაკა იოსელიანს, სოციალური მეცნიერებების სკოლის ადმინისტრაციას და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, GIPA-ს პროფესორს - გიორგი მარგველაშვილს.

    აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის შედეგად, პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებმა სწორედ GIPA-ში სტუმრობის სურვილი გამოთქვეს. ვიზიტი გაიმართა კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან (KRDF) თანამშრომლობით.

    GIPA და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF) 2016 წლიდან თანამშრომლობენ და დღემდე, მრავალ ერთობლივ პროექტს ახორციელებენ.