30 მაისს, სასტუმრო რედისონში, სამოქალაქო იდეის ორგანიზებით და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის, ღია საზოგადოების ფონდის, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისა და დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს მხარდაჭერით, გაიმართა უსაფრთხოების კონფერენცია - "უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე".
კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს GIPA-ს პროფესორებმა და ლექტორებმა:
თენგიზ ფხალაძემ - GIPA-ს პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ვანო ჩხიკვაძემ - GIPA-ს სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი;
თინა ხიდაშელმა - GIPA-ს საჯარო პოლიტიკის სამაიგსტრო პროგრამის ლექტორი;
კონფერენცია სიტყვით გახსნა:
სალომე ზურაბიშვილმა - საქართველოს პრეზიდენტი
კარლ ჰარცელმა - ევროკავშირის ელჩი საქართველოში
ქეთევან ხუციშვილმა -ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
გახსნითი სიტყვის შემდეგ შედგა პანელური დისკუსია მოწვეული სტუმრების მონაწილეობით.