• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • მასტერკლასების სერია

    21 მაისი, 2022
    GIPA საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობით 9 ივნისს წარმოგიდგენთ მასტერკლასთა სერიას.

    აქტივობა აერთიანებს სოციალური, პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შანსს დაესწრონ მოწვეული მომხსენებლების მიერ ჩატარებულ სალექციო და სატრენინგო ფორმატის მასტერკლასებს შემდეგ თემებზე:

    *სალექციო მოდულები:

    საჯარო პოლიტიკისა და საჯარო მმართველობის არსი - ნანი მაჭარაშვილი,
    (GIPA-ს პროფესორი, სამეცნიერო და კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი)

    საერთაშორისო ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები - თორნიკე შარაშენიძე (GIPA-ს პროფესორი, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი.)

    საინფორმაციო ომი - მაია მიქაშავიძე, (GIPA-ს პროფესორი, ''ინტერნიუსი საქართველოს'' რეგიონული მედიის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი.)

    *სატრენინგო მოდულები:

    პოლიტიკის საფუძვლები და პოლიტიკური იდეოლოგიები - სანდრო ტაბატაძე (GIPA-ს აფილირებული ლექტორი, მკვლევარი)

    საჯარო გამოსვლები და ეფექტური კომუნიკაციის ხელოვნება - ბაჩო ხუროშვილი (GIONFE-ს გენერალური დირექტორი, ტრენერი)

    მასტერკლასზე დასწრების მსურველი საკუთარი ინტერესის მიხედვით წინასწარ ირჩევს პრიორიტეტს.

    მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია - https://forms.gle/rSkSQvNVFh2uYCGQ6

    პროექტის დასრულების შემდგომ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

    აქტივობას მასპინძლობს ჯიპას მმართველობის სკოლა (იეთიმ გურჯის, 9)

    მასტერკლასში მონაწილეობის მიღება უფასოა.

    მონაწილის სარეგისტრაციო ფორმა :

    საკონტაქტო ინფორმაცია:
    568 84 79 19
    595 08 12 02