GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანმა, ნინო ივანიშვილმა
ევროპის ჟურნალისტიკის ტრენინგ ცენტრის (EJTA) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ორუსში, დანიაში გამოცდილება გაუზიარა ევროპელ კოლეგებსა და სტუდენტებს. დისკუსიის თემა შეეხებოდა ჟურნალისტიკის განათლების მნიშვნელობას პოლარიზაციის შემცირებაში.
GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა, რეგიონში იყო პირველი, რომელიც 2014 წელს EJTA-ს წევრი გახდა.
2016 წელს GIPA-მ ევროპის ჟურნალისტიკის ტრენინგ ასოციაციას თბილისში უმასპინძლა. 2020 წლიდან GIPA-ს პროფესორი თინათინ ცომაია ევროპის ჟურნალისტიკის ტრენინგ ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრია.