22 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, წიგნის დღესთან დაკავშირებით ჩატარდება ვორქშოფი.
ვორქშოფის ფარგლებში, ჯიპას ლექტორები და სტუდენტები ერთი დღის განმავლობაში ნებისმიერი ტექნიკით შექმნიან საყვარელი წიგნის ერთ გვერდს. ნამუშევრები 23 აპრილს ჯიპას ფრონტლაინ კლუბში გამოიფინება.
კრებული, რომელიც მოიცავს წიგნების ვიზუალურ ინტერპრეტაციას, მონაწილეთა წარმოსახვით შექმნილ გვერდებს, საყვარელი გმირებით და ამონარიდებით „ხელნაკეთი ბიბლიოთეკის“ პირველი წიგნი იქნება.
„ხელნაკეთი ბიბლიოთეკა“ ყოველწლიურად შეივსება ახალი ტომეულით, სადაც აისახება ჯიპას სხვადასხვა თაობის სტუდენტთა ინტერესების და ლიტერატურული არჩევანის ცვლა.
ვორქშოფი გაიმართება 22 აპრილს, 13:00-18:00 საათამდე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ბროსეს #2.
შემოგვიერთდით!!!