• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს კავკასიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯემენტის სკოლის სტუდენტებმა წელს უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტში ''უხილავი ქალაქები''

    10 მაისი, 2022
    GIPA-ს კავკასიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯემენტის სკოლის სტუდენტებმა წელს უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტში  "უხილავი ქალაქები", რომელიც ამჯერად საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში გაიმართა. პროექტის მეორე გამოშვებას მასპინძლობა - თესალონიკის არისტოტელეს  სახელობის უნივერსიტეტმა გაუწია. 
     
    „უხილავი ქალაქები“ არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც  ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები - დიდი ქალაქების "უხილავი" მოქალაქეების ისტორიებს ყვებიან და ერთი კვირის განმავლობაში, მასპინძელ ქალაქში, ამ ადამიანებთან ვიდეო ინტერვიუებს წერენ და  ამონტაჟებენ - პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების ლექტორების ხელმძღვანელობით. 
    საქართველოს გარდა, პროექტში სხვა 5 ქვეყნის უნივერსიტეტი მონაწილეობს:  საბერძნეთი, ბელგია, ნიდერლანდები, რუმინეთი და ხორვატია.