ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის მარტში აღინიშნება და მიზნად ისახავს ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა წვლილის, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენას.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) თანამშრომლობით 23 მარტს, 17:00 საათზე გეგმავს ჰიბრიდულ ღონისძიებას ქალთა ისტორიის თვე - დისკუსია "ქალების როლი მშვიდობისა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში".
დისკუსიაზე გაგაცნობთ შთამაგონებელ ქალებს, რომლებმაც პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მიღწევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დემოკრატიის მშენებელობის პროცესში. Მომხსენებლები სტუდენტებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას, ისაუბრებენ კარიერულ გზასა და გამოწვევებზე, რომლებსაც საქმიანობაში წააწყდნენ.
საჯარო დისკუსია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად პლატფორმა ზუმის საშუალებით.
ლექციაზე ნებისიერი ფორმატით დასწრების მსურველებს გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/b8BdmN3uigohfJUk8
პირველი პანელი:
მაკა იოსელიანი, GIPA-ს რექტორი
ელენე რუსეცკაია, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელი, GIPA-ს სადოქტორო პროგრამის სტუდენტი
ნიკ ბერესფორდი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
ჯონ დიპირო, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი
მეორე პანელი:
თინათინ ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე
ნათია გვენეტაძე - საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი
თინათინ ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე
ნათია გვენეტაძე - საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი
სამუშაო ენები: ქართული/ინგლისური
დრო:23 მარტი,17:00 საათი
ადგილი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), იეთიმ გურჯის ქ N9, პირველი სართული
დრო:23 მარტი,17:00 საათი
ადგილი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), იეთიმ გურჯის ქ N9, პირველი სართული