GIPA Media lab-ის მონაწილეებმა ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ფოტო პროექტების პრეზენტაცია გამართეს!
პროექტის მონაწილეებმა საკუთარ რეგიონებში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ადგილობრივ პრობლემებსა და საინტერესო ადამიანებზე შექმნილი 29 ფოტო პროექტი წარადგინეს. საუკეთესოები კი სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ, მედია პლატფორმა ჩაიხანას ფოტორედაქტორმა ნინო-ანა სამხარაძემ და ფრილანს ფოტოგრაფმა მანო სვანიძემ გამოავლინეს. ჟიურის წევრებმა გამარჯვებულებს სერთიფიკატები და სპეციალური პრიზები გადასცეს.
GIPA Media lab-ში ფოტოგრაფიის კურსი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო ტრენინგებს დოკუმენტალისტი და ფოტოგრაფი მაკა გოგალაძე უძღვებოდა.
GIPA Media Lab-ის პროექტი უკვე მეოთხე წელია ამერიკის საელჩოსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშეწყობით ხორციელდება.