ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში (შემდგომში უნივერსიტეტი) ცხადდება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შიდა მობილობა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის.
შიდა მობილობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადით უნდა მიმართონ შესაბამისი სკოლის დეკანს, სადაც უნდა მიეთითოს ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც სურს სტუდენტს გადასვლა და ინფორმაცია მის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული კრედიტების შესახებ.
უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა მიერ შიდა მობილობის შესახებ განცხადების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 14 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით.
უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა განცხადების განხილვისა და კრედიტების აღიარების ვადა განისაზღვროს 2022 წლის 17 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით.
უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე შესაბამისი პროგრამის სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდეს 22-23 თებერვალს.