• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ახალ სარეკლამო რეგულაციებთან დაკავშირებით

    01 აპრილი, 2015

    „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ 3 აპრილს, 15:00 საათზე, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ახალ სარეკლამო რეგულაციებთან დაკავშირებით.

    ცვლილებები კანონში 1 აპრილიდან შედის ძალაში, დოკუმენტში განსაზღვრული რეგულაციები ეტაპობრივად, მომდევნო სამი წლის მანძილზე ამოქმედდება. კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად ყოველ სამაუწყებლო საათში რეკლამის 20 % -იანი ლიმიტია დაწესებული, რაც 1 საათში 12 წუთს შეადგენს. გაიმიჯნა სასპონსორო და სარეკლამო მომსახურების პირობები. 

    კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წარმომადგენელთა განცხადებით, კანონი უზრუნველყოფს სარეკლამო ბაზრის ბალანსირებულად სეგმენტირებას, რაც გაზრდის ბეჭდური და ონლაინ მედიის შემოსავალს.

    მომხსენებელი - კახა ბექაური, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი. მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

    შეხვედრა იმართება საქართველოს საზოგადოებრი საქმეთა ინსტიტუტის GIPA ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის ინიციატივით. 

    დასწრება თავისუფალია!

    მისამართი: “Frontline კლუბი საქართველო” - ლადო ასათიანის #62