GIPA, პლატფორმა და ფრიდრიხ ებერტის ფონდი გიწვევთ ლექციათა ციკლის ,,დანაშაული და სასჯელი: კრიტიკული პერსპექტივები" მომდევნო შეხვედრაზე - კეთილდღეობის სახელმწიფო და დანაშაული.
კავშირი დანაშაულს, სიღარიბესა და უთანასწორობას შორის დიდი ხანია სოციალური მეცნიერების კვლევის საგანია. მოხსენებაში, არსებული კვლევების საფუძველზე ვეცდებით გამოვკვეთოთ კავშირი კეთილდღეობის სახელწმიფოების განსხვავებულ ტიპებსა და დანაშაულის მაჩვენებლებს შორის.
მომხსენებელი: თორნიკე ჩივაძე - „ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის“ მაგისტრი სოციოლოგიის მიმართულებით. იგი ასევე არის ანალიტიკური მედია პლატფორმა European.ge-ს სარედაქციო ჯგუფის წევრი. მისი ინტერესის სფეროები მოიცავს საგადასახადო, საპენსიო და ინდუსტრიულ პოლიტიკებს.