2 დეკემბერს 12:00 საათზე, გაიმართება ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნის ღონისძიება. კვირეული 8 დღეს გაგრძელდება GIPA-სთან ერთად, საქართველოს 14 უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას.
4 დეკემბერს (15:00-17:00 სთ) უფლებების კვირეულის ფარგლებში GIPA-ის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საპარლამენტო კონტროლი პანდემიის დროს - Case Study: საქართველო“. საჯარო ლექცია შეეხება პანდემიის პირობებში საპარლამენტო კონტროლის ინსტრუმენტების გამოყენების პერსპექტივას. აგრეთვე, სამართალშემოქმედებითი უფლებამოსილებების აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი დელეგირების ცალკეულ საკითხებს. მიმოხილული იქნება შესაბამისი სასამართლო პრაქტიკა და სხვა ქვეყნების გამოცდილება.
2021 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ღონისძიებების უმრავლესობა გაიმართება ONLINE რეჟიმში, ხოლო მცირე ნაწილი აუდიტორიებში. დეტალური ინფორმაცია კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განთავსდება ღონისძიების ორგანიზატორი უნივერსიტეტის ვებ ან ფეისბუქ გვერდებზე.
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID-PROLoG) მხარდაჭერით