მრავალი საერთაშორისო პრიზის მფლობელი, დოკუმენტალისტი და რეჟისორი ნინო კირთაძე GIPA-ში

27 მარტი, 2015

პარასკევს, 27 მარტს 17:00 საათზე ჯიპას ჯურნალისტიკის სკოლა უმასპინძლებს მრავალი საერთაშორისო პრიზის მფლობელ დოკუმენტალისტ რეჟისორს ნინო კირთაძეს.

აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს ნინო კირთაძე გაუზიარებს მრავალწლიან გამოცდილებას დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ინდუსტრიის დღევანდელ მიმდინარეობებზე, საფესტივალო სტრატეგიებისა და სხვა სადისტრიბუციო არხების შესახებ.

მაისში ნინო კირთაძე უხელმძღვანელებს შვეიცარიის კინოსკოლის სტუდენტურ პროექტს საქართველოში,სადაც ჯიპას სტუდენტებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ შემოქმედებით პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით.