18 ოქტომბერს, ორშაბათს, 16:00 საათზე გაიმართა შეხვედრა ზვიად ბარქაიასთან, რომელიც მოგიყვებათ, თუ რა ისწავლება საერთაშირისო ურთიერთობების პროგრამაზე, რა მიმართულებებია და მომავალში სად და რა პოზიციებზე შეიძლება დასაქმდეთ.
ზვიად ბარქაია- თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის და განვითარების დეპარტამენტის უფროსი; GIPA-ს სამართლის და პოლიტიკის სკოლის ასისტენტ-პროფესორი. არის ტროის უნივერსიტეტის მაგისტრი პოლიტიკურ ეკონომიკაში და GIPA-ს მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში. მისი ძირითადი საკვლევი საკითხები მოიცავს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სამხედრო და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. ბარქაია კითხულობს ლექციებს ომსა და სტრატეგიაში, პოლიტიკურ ეკონომიკასა და საერთაშორისო პოლიტიკაში.