• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტში (ლიეტუვა)

    19 ოქტომბერი, 2021

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტთან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2  სტუდენტის შესარჩევად.

     

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

     

    შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გაცვლაში მონაწილეობის მიღების მსურველ ბაკალავრიატის სტუდენტს დასრულებეული უნდა ჰქონდეს სწავლის ერთი წელი, ხოლო მაგისტრატურის სტუდენტს ერთი სემესტრი;

     

     

    გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

    • იმ სტუდენტებს, რომლებსაც ერიცხებათ ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტის მიმართ;
    • იმ სტუდენტებს, ვის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური სახდელი და დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან არ არის გასული 1 (ერთი) წელი, ან დისციპლინური სახდელი არ არის ვადაზე ადრე მოხსნილი.

    გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

    • პასპორტის ასლი;
    • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი N1-ის შესაბამისად);
    • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS -  6.0;  TOEFL - 78) ან სხვა შესაბამისად აღიარებული B2 დონის სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარმოდგენისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომელთაც უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვთ ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი კურსი და მიღებული აქვთ დადებითი შეფასება;
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით); 
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);



    საკონკურსო კომისიის მიერ გაცვლითი პროგრამის კონკურსში სტუდენტების შერჩევის დროს მხედველობაში მიიღება:

    • სტუდენტის აკადემიური მოსწრება (მათ შორის ინგლისურენოვანი საგნების არჩევის გამოცდილება ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს არადამაკმაყოფილებელი  (F) შეფასება;
    • უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს მისი კანდიდატურის განხილვამდე უნივერსიტეტში ანალოგიურ საფეხურზე სწავლის პერიოდში გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორის ERASMUS + - ის გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა; 
    • სტუდენტის მოტივაცია, რომელსაც საკონკურსო კომისია ამოწმებს კანდიდატთან გასაუბრების დროს;
    • სტუდენტის სამომავლო ხედვა, ფოკუსი და კრიტიკული აზროვნება.

     

    კრედიტების აღიარება: მასპინძელ უნივერსიტეტში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში. 

    შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასპინძელ უნივერსიტეტში სასურველი საგნების შესარჩევად სტუდენტებმა წინასწარი კონსულტაცია უნდა გაიარონ GIPA-ს შესაბამისი პროგრამის კოორდინატორთან, ხელმძღვანელთან ან/და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან.

     

    ინგლისურენოვანი საგნების  ჩამონათვალი:

    https://www.vdu.lt/en/international-cooperation/for-students/courses/ 

    კაუნასში სწავლის ხანგრძლივობა
    ერთი სემესტრი (2022 წლის გაზაფხულის სემესტრი: თებერვალი, 2022 - ივნისი, 2022)

     

    სწავლის საფასური:

    მასპინძელ უნივერსიტეტთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში GIPA-ს სტუდენტებს არ მოუწევთ  ლიეტუვაში სწავლის საფასურის გადახდათუმცა, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის განმავლობაში სტუდენტი არ თავისუფლდება ჯიპა-ში შესაბამისი სემესტრის გათვალისწინებული სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. 

     

    შენიშვნა: შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო მგზავრობის, ცხოვრების, სავიზო მოსაკრებლისა და დაზღვევის ხარჯები!

    სასწავლო განრიგის, კაუნასში ცხოვრების და ბინის დაქირავების საფასურთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.


    დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 27 ოქტომბრის  17:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი  შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებითn.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

    არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!